0 0 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანების სტრუქტურული ერთეულის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის მემორიალური ბინა-მუზეუმი

გამოფენა  ავტოგრაფებში შემონახული ისტორია

გახსნა - 25 ივლისი 19:00

გამოფენა გაგრძელდება 2017 წლის 5 აგვისტომდე 

 

"ავტოგრაფებში შემონახული ისტორია" გვიყვება იმ პიროვნების ისტორიას, რომელმაც  უდიდესი კვალი დატოვა საბალეტო ხელოვნების განვითარებაში, ქართული ბალეტის პოპულარიზაციაში და თაობათა ჩამოყალიბებაში.

გამოფენაზე – „ავტოგრაფებში შემონახული ისტორია" პირველად იქნება წარმოდგენილი  ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა მუზეუმის ფონდებში დაცული მასალა, საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი წარწერები, ვახტანგ ჭაბუკიანისადმი სამახსოვროდ მიძღვნილ წიგნებზე თუ ნივთებზე. დამთვალიერებელი იხილავს: მხატვარ ლადო გუდიაშვილის მიერ ნაჩუქარ ნამუშევარს „ცეკვა ირმულა“; მხატვარ ელენე ახვლედიანის სამახსოვრო ნახატს -„შატილი“; დირიჟორ ვახტანგ ფალიაშვილის ნაჩუქარ წიგნს -„ბალეტმეისტერის ხელოვნება“ - პირადი მინაწერით; ფრანგული ბალეტის ფუძემდებლის, ბალეტის მოცეკვავე სერჟ ლიფარის სამახსოვრო წიგნებს; ჭაბუკიანის პარტნიორის ნატალია დუდინსკაიასბიოგრაფიულ წიგნს- ავტორი: გ. კრემშევსკაია და სხვა; საზოგადოებისთვის ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისგან „ცეკვის ჯადოქრისადმი“ მიძღვნილ სამახსოვრო წარწერებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები