1 2 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

ბექა წიქარიშვილი და კლუბ "ბასიანის" ერთ-ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს

 იურისტის გიორგიო მახარაძის განცხადებით, რომელიც კლუბ ბასიანის თანამშრომლების უფლებებს იცავს, თეთრი ხმაურის აქტივისტი, ბექა წიქარიშვილი, გაათავისუფლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, წიქარიშვილი საგარეჯოს წინასწარი მოთავსების იზოლატორში იყო გაყვანილი.

იურისტის ინფორმაციით, ასევე გათავისუფლებულია კლუბ ბასიანისთანამშრომელი ბექა ჭინჭარაული.

სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულთა შორის იყო ბრიტანეთის მოქალაქე. გიორგი მახარაძის ცნობით, მაილო ტრავერსი, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო იყო დაკავებული, გათავისუფლებულია. მას ადვოკატი არ ჰყავდა, შესაბამისად, მან გიორგი მახარაძეს სთხოვა, რომ ბრიტანეთის საელჩო საქმის კურსში ჩაეყენებინა.

ამ წუთებში აქტივისტები თეთრი ხმაურის ოფისში იკრიბებიან.

სამივე მათგანი გუშინ, გვიან ღამით, კლუბ ბასიანის ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები