0 9 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აშშ-ს სერჟანტს 17 მშვიდობიანი მოსახლის მკვლელობისთვის გაასამართლებენ

ჩამოტვირთვა

აშშ-ს შეიარაღებული ძალების სერჟანტს მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის ბრალდება წაუყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, რობერტ ბეილსს ავღანური სოფლის 17 მცხოვრების მკვლელობაში ედება ბრალი. გარდა მკვლელობისა, სერჟანტ ბეილსს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში, ძალადობასა და მუქარაში ედება ბრალი. ამ დროისათვის, რობერტ ბეილსი აშშ-ს სამხედრო ციხეში იმყოფება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას სიკვდილით დასჯიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ბრალდებულის ადვოკატი ბეილსის უდანაშაულობაზე საუბრობს. დაცვის მხარე ირწმუნება, რომ სერჟანტს დანაშაულის ჩადენის მომენტები არ ახსოვს და სავსებით შესაძლებელია, ეს ყველაფერი მისი ნამოქმედარი არ იყოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები