1 6 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პრინცი ჰარი პოლიციამ დაკითხა

ჩამოტვირთვა

ინგლისის პრინცი ჰარი პოლიციამ დაკითხა. სამეფო ოჯახის უმცროსი წარმომადგენელი პოლიციაში ქუჩაში მომხდარი ძარცვის გამო დაიბარეს. როგორც აღმოჩნდა ჰარისა და უილიამის ბავშვობის მეგობარი ტომას ვან შტრაუბენზე სწორედ მაშინ გაძარცვეს, როდესაც ის პრინც ჰარისთან ტელეფონზე საუბრობდა. მძარცველებმა კი მას კუთვნილი ბლექბერი ხელიდან გამოსტაცეს, სატელეფონო საუბრის მოულოდნელად გაწყვეტის გამო პრინცი პოლიციას დაუკავშირდა, მეგობრის მოძებნა დაავალა და არც თავად დარჩენილა უმოქმედოდ. ხანრგძლივი ძებნის შემდეგ ჰარიმ და ლონდონის პოლიციამ სამეფო ოჯახის მეგობარი იპოვეს. რის შემდეგაც უმცროს უფლისულს პოლიციისთვის ჩვენების მიცემაც მოუწია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები