1 6 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

არეულობა ყაზახეთში

ჩამოტვირთვა

ყაზახეთში არეულობა გრძელდება. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იარაღი გამოიყენეს რის შედეგადაც გუშინ დაიღუპა ერთი და დაშავდა 11 ადამიანი. პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებოდ მოიწვია უშიშროების საბჭოს სხდომა. ყახაზეთში მომხდარი არეულობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირი. აღნიშნულთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ქეთრინ ეშტონმა გააკეთა. მისი თქმით, ევროკავშირს იმედი აქვს, რომ ყაზახეთის ხელისუფლება 16 დეკემბერს მომხდარი არეულობის ფაქტებს გამოიძიებს და პრობლემების სოციალური დიალოგის ფარგლებში გადაწყვეტას შეძლებს. შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართული აქცია 16 დეკემბერს პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. მიმდინარე მოვლენებს სულ 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა დაჭრილია 75 მოქალაქე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები