1 2 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ეთნიკური აზერბაიჯანელი ვარ, მარნეულიდან, ასეთი სტატუსის დაწერა თუ მომიწევდა, არ მეგონა”

სოციალურ ქსელში აზერბაიჯანელი გოგონა სევა კარაევა სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

“გამარჯობა, მეგობრებო,

მე ეთნიკური აზერბაიჯანელი ვარ, მარნეულიდან. ასეთი სტატუსის დაწერა თუ მომიწევდა ამ ისედაც რთულ პერიოდში, არ მეგონა.

თუმცა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იმდენი ქსენოფობიური კომენტარი თუ სტატუსი წავიკითხე, „მარნეულელობა“ და „აზერბაიჯანელობა“ (ან არა, ძირითადად უფრო „თათრებს“ გვეძახიან, ამაზე კომენტარს აქ არ გავაკეთებ) დანაშაულად აქციეს.

ვეცდები, მაქსიმალურად მოკლედ და მარტივად დავწერო რამდენიმე საკითხზე (რაც მეგონა ისედაც გასაგები იყო):

1. მარნეული-საქართველოა;

2. მარნეული მრავალეთნიკური რეგიონია, სადაც ცხოვრობენ საქართველოს მოქალაქეები;

3. საქართველო ჩვენი სამშობლოა, რომელიც ძალიან გვიყვარს, რომელზეც ვზრუნავთ და „სხვა“ სამშობლო, სადაც გვიშვებთ, არ გვაქვს;

4. მარნეულში ცხოვრობს ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომელიც აქტიურად არის ჩართული ქვეყნის განვითარებაში და მშვენივრად ფლობს სახელმწიფო ენას (თუმცა, მედიაში მარნეული, რატომღაც, ძირითად მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტშია გაშუქებული);

5. ქართული ენის მიმართ აქ მცხოვრებ ადამიანებს არ აქვთ „აგდებული“ დამოკიდებულება. მერწმუნეთ, სახელმწიფო ენის სხვადასხვა პროგრამაში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს და ბევრი საინფორმაციო შეხვედრა ჩამიტარებია ამ თემაზე. თუ რატომ არ ფლობენ უფროსი თაობის წარმომადგენლები სახელმწიფო ენას – ეს ის საკითხია, რომლის უკან იმდენი პოლიტიკური თუ სოციალური ასპექტია, ერთ სტატუსში რომ ვერ დაატევ;

6. არიან უპასუხისმგებლო და არაიმფორმირებული ადამიანები, სამწუხაროდ ყველგან;

7. კრიზისულ დროს უნდა ვიყოთ ორიენტირებული პრობლების მოგვარებაზე და არა „დამნაშავეების“ ძებნაზე.

აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ იმ ბევრ ნეგატივთან ერთად, რამდენიმე იმედისმომცემი სტატუსიც წავიკითხე. იმედის, რომ ოდესღაც შევძლებთ ერთად, დამადლებული ტოლერანტობის გარეშე, ვიცხოვროთ და გვეყვარება ერთმანეთი.

ჯანმრთელობას გისურვებთ” – წერს სევა კარაევა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები