1 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ქუთაისში 30 წლის მამაკაცმა საკუთარი მამა მოკლა

საზარელი მკვლელობა ქუთაისში - თბილისის ქუჩაზე 30 წლის ახალგაზრდამ მამა საცხოვრებელი სახლის წინ მოკლა. 

შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა. მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უსწრებდა. სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მან მამას რამდენიმე ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

მოკლულის შვილი, მამის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია

კომენტარები

მსგავსი სიახლეები