1 2 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტურისტების მხრიდან ვირუსის შემოტანის 400-სზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ რთულია იმის თქმა, რამდენად უკავშირდება ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების მატება „დელტა-შტამს“.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 1194 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

„ზოგადად, ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა რომ უკავშირდება მეტ მობილობას, ფაქტია. დღეს ასევე საბჭოს ვუთხარი, რომ ტურისტებში 400-სზე მეტი შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში ვირუსის შემოტანის და მერე მათი იზოლირების. ანუ, გაზრდილი მობილობა შემთხვების ზრდის ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და განმარტა, რომ ტურისტების ნაწილს ვირუსი ქვეყანაში შემოსვლისას დაუფიქსირდა, ნაწილს ქვეყანაში ყოფნისას. 

შეგახსენებთ: ე.წ. ინდური შტამით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები