1 1 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, 12% „ქართული ოცნების“ კანდიდატს აირჩევდა, 10% "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის ვის მისცემდა ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე. შეკითხვაზე, "ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას," პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:

გამოკითხულთა უმრავლესობა, 32% აცხადებს, რომ ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, არ იცის რომელ კანდიდატს მისცემდა ხმას. გამოკითხულთა 15% აცხადებს, რომ ხმას არც ერთ კანდიდატს მისცემდა.

12% „ქართული ოცნების“ კანდიდატს აირჩევდა, 10% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დაუჭერდა მხარს, 6% - გიორგი მარგველაშვილს, 6% - დავით ბაქრაძეს, 4% შალვა ნათელაშვილს, 7%- სხვა კანდიდატებს.

ხოლო, რაც შეეხება კითხვას, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 74% ამბობს, რომ გადაწყვეტილი არ აქვს, 20% კი ამბობს, რომ გადაწყვეტილება მიღებული აქვს.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 23 ივნისიდან 8 ივლისის პერიოდში ჩატარდა, 2 409 დასრულებული ინტერვიუს სახით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები