საზოგადოება
რიო დე ჟანეიროში 31 წლის ქართველი მეზღვაური მოკლეს
2023-05-31 16:49:01
რიო დე ჟანეიროში ქართველი მეზღვაური, 31 წლის ილია კახაბერიძე მოკლეს. ბათუმელი მეზღვაური გემის ინჟინერი იყო.
ინფორმაციას ბრაზილიური მედია ავრცელებს და წერს, რომ ცხედარი 30 მაისს, ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში იპოვეს.
ეჭვმიტანილი პოლიციამ უკვე დააკავა. მედია წერს, რომ მას თან ჰქონდა მოკლულის 3 საბანკო ბარათი, პირადობის მოწმობა და სხვა ნივთები.
კომენტარები