1 9 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვასო ურუშაძე: სანქციები უნდა დაედოს ოლიგარქიული რეჟიმის საყრდენებს

მნიშვნელოვანია ევროპარლამენტმა განიხილოსოლიგარქიული რეჟიმის  ვერტიკალში მყოფიძირითადი საყრდენი პირების დასანქცირება. 

არაფორმალური მმართველობის მთავარ წყაროს წარმოადგენს ბიზნესის საფარქვეშ მოქმედიკრიმინალური დაჯგუფებები და მათიხელმძღვანელები, რომლებიც ახდენენ დიდიოდენობით შავი ფულის აკუმულირებას.

აღურიცხავი ფინანსური რესურსი კი ძალაუფლებისშენარჩუნების, კრიმინალური ჯგუფებისდაფინანსების, ამომრჩევენლთა მოსყიდვის დასახელმწიფოს მიტაცების ძირითადი ინსტრუმენტია.

ანტიკორუფციული მოძრაობა ვიკვლევთ აღნიშნულიპირების კავშირებს კრემლთან, მათ კორუფციულ დადანაშაულებრივ საქმიანობას საქართველოში, ნეგატიურ გავლენას ქვეყნის ეკონომიკასა და ბიზნეში, რაც ღიად უქმნის საფრთხეს დემოკრატიას და ჩვენსინტეგრაციას ევროკავშირში.

კვლევის ფარგლებში ასევე მოხდა არაერთი ეკონომიკური სუბიექტის იდენტიფიცირება, რომლებიც ღიად ატარებენ კრემლის პოლიტიკას საქართველოში, ეხმარებიან რუსულ კომპანიებს გვერდი აუარონ დასავლურ სანქციებს  და არიან მჭიდროდ დაკავშირებული არაფორმალურ მმართველებთან. 

კვლევის შედეგებს შუალედური ანგარიშების სახით ანტიკორუფციული მოძრაობა ეტაპობრივად წარუდგენს საზოგადოებას, მედიას და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ასევე დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით ევროპარლამენტარებს და ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს. 

 

ვასო ურუშაძე 

ანტიკორუფციული მოძრაობის თავმჯდომარე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები