0 3 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კონცერტები ორი როიალისა და ორკესტრისთვის

თიბისი კონცეპტის და Visa-ს მხარდაჭერით, 6 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში „კონცერტები ორი როიალისა და ორკესტრისთვის“, დათუნა ალადაშვილისა და მარიანა აჩბას მონაწილეობით გაიმართება.

 

არტისტები გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრთან და სპეციალურად მოწვეულ სტუმარ, ლუი შვიცბეგელ ვანგთან ერთად მოცარტისა და პულენკის ნაწარმოებებს შეასრულებენ.

 

კონცერტს დირიჟორობას დიანა იმერი ილკოსკა გაუწევს.

კონცერტის პროგრამა:

·         ვ.ა. მოცარტი - „დონ ჯოვანი“, უვერტიურა, K.527

·         ვ.ა. მოცარტი - კონცერტი ორი ფორტეპიანოსთვის, მი-ბემოლ მაჟორი, KV.365

·         ფ. პულენკი - კონცერტი ორი ფორტეპიანოსთვის, რე მინორი, FP 61

თიბისი კონცეპტის Visa ბარათით გადახდისას ისარგებლებთ 15%-იანი ფასდაკლებით. ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები