1 0 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მარტვილში მამაკაცი მოკლეს

ჩამოტვირთვა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში 50 წლამდე მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. როგორც სოფლის რწმუნებულმა შაკო ნაჭყებიამ განმარტა, გარდაცვლილს ერთი ჭრილობა გულის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მისივე ინფორმაციით, ბრალდებული გარდაცვლილის ნათესავია.

„სამწუხარო ფაქტი მოხდა. ერთმანეთის ნათესავები არიან. ნასვამები იყვნენ, წაკამათდნენ და ჩხუბში გადაიზარდა, რაც უბედური შემთხვევით დასრულდა", - ამბობს ნაჭყებია.

მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი ადგილზე დააკავეს. შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები