1 7 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ფარცახალაძესა და მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებები - აუდიტის სამსახური დასკვნას ასაჯაროებს

ჩამოტვირთვა

აუდიტის სამსახური თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტის შედეგებს ასაჯაროებს. საქმე ეხება თბილისის მერიასა და ყოფილი მთავარი პროკურორის კუთვნილ კომპანია შპს ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებს მიწის მონაცვლეობასთან დაკავშირებით.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძის მფლობელობაში მყოფი კომპანია თბილისის მერიისგან კომპენსაციის სახით ანაზღაურებას 2012 წლიდან ითხოვდა.

კერძოდ, საქმე ეხება კომპანიის მფლობელობაში მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ 19 297 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელზეც 2012 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გაყვანილმა გზამ გაიარა. საუბარია გზის დაახლოებით 97 მეტრიან მონაკვეთზე. ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტის საკუთრებაში არსებულ მონაკვეთზე გავლილმა გზამ მიწის დაახლოებით 74% დაიკავა.

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ განმარტა, რომ მომზადებული შუალედური დასკვნა ეფუძნება თბილისის მერიის მიერ აუდიტის სამსახურისთვის გადაცემულ დოკუმენტაციას და მისი გასაჯაროება მას შემდეგ გადაწყდა, რაც სწორედ ამ შესწავლის გამო მოხდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე თავდასხმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები