0 9 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის და MasterCard-ის კამპანიის ფარგლებში დაესწარი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს საფრანგეთში

 

თიბისი საქართველოს რაგბის კავშირის მხარდაჭერის ფარგლებში, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის კამპანიას  იწყებს, რომლის მთავარი გზავნილია „ერთად გავიმარჯვებთ“. კამპანიის ფარგლებში, რაგბის გულშემატკივარს ეძლევა შანსი, მსოფლიო სპორტული ზეიმის მონაწილე გახდეს  და საქართველოს ნაკრებს უგულშემატკივროს საფრანგეთში. 

 

კამპანიის ფარგლებში თიბისი და MasterCard-ი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებ 8 საგზურს გაათამაშებენ. გამარჯვებულები Mastercard-ისგან პრემიალური საგზურით დასაჩუქრდებიან, რომელშიც შედის:

·         სამ დღიანი ვიზიტი პარიზში

·         ავიაბილეთები

·         სასტუმრო

·         სამჯერადი კვება

·         სტადიონზე დასასწრები ბილეთი

·         ტრანსფერი

თიბისის და MasterCard-ის ერთობლივი კამპანია 5 ივლისს დაიწყო და 29 ივლისამდე გაგრძელდება. გათამაშება 450 გამარჯვებულს გამოავლენს.

გათამაშებაში მონაწილეობისთვის საჭიროა:

1.      გქონდეს თიბისის ციფრული ბანკი

  • 5 ივლისიდან - 23 ივლისამდე გაიაქტიურო Mastercard-ის ციფრული რაგბი ბარათი
  • დაამატო ციფრული რაგბი ბარათი ელექტრონულ საფულეში (Apple Pay, Google Pay)
  • 5 ივლისიდან - 23 ივლისამდე, ჯამში დახარჯო მინიმუმ 100 ლარი რაგბის ციფრული ბარათით გადახდისას. გადახდა უნდა განხორციელდეს თიბისის ტერმინალებზე.
  • ტრანზაქციების რაოდენობა არ არის შეზღუდული. აქტივაციაში არ მონაწილეობს ონლაინ ტრანზაქციები.

    ფინალურ ეტაპზე თამაშისათვის აუცილებელია დათქმულ დროს - 29 ივლისს 12:00 საათზე ჩაერთო მარათონში და უმოკლეს დროში სწორად უპასუხო რაგბთან დაკავშირებულ 10 შეკითხვას.

    სულ თამაშდება 450 პრიზი:

    ·         2 საგზური რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალის მატჩზე

    ·         6 საგზური რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის - საქართველო ავსტრალიის მატჩზე

    ·         200 ერთეული საქართველოს რაგბის ნაკრების ოფიციალური მაისური

    ·         200 ერთეული ხელმოწერილი რაგბის ბურთი

    ·         42 ერთეული რაგბის ოფიციალური კეპი

     

    თიბისისა და ქართულ რაგბს წარმატებული პარტნიორობის მრავალწლიანი ისტორია აკავშირებთ. გრძელვადიანი თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა არაერთ ჩემპიონატზე დაიცვა საქართველოს ღირსება. 

     

    მხარდაჭერის მთავარი მიზანი ქართულ საზოგადოებაში სარაგბო ღირებულებების დანერგვა და განმტკიცებაა.  რაგბი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია, ბოლო წლებში კი სპორტის ეს სახეობა საქართველოს წარმატების სიმბოლოდ იქცა.  

     

    გაიგე უფრო მეტი აქ: https://link.tbc.ge/RugbyDigitalCard

     

     

     

     

     

    კომენტარები

    მსგავსი სიახლეები

    • 15:19

      Back2School კვირეული თიბისი კონცეპტთან ერთად...

      თიბისი კონცეპტმა, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თავის მომხმარებელებს, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. Back 2 School-ის კვირეულის ფარგლებში, 6-დან 11 სექტემბრის ჩათვლით, შერჩეულ ობიექტ...

    • 12:13

      What would it mean to leave tip toe dancing? ან იქ...

      თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე ნინო ჩუბინიშვილის/ჩუბიკას გამოფენას მასპინძლობს სახელწოდებით What would it mean to leave tip toe dancing? ან იქნებ და(ვ)რჩე პეპლად ომში. გამოფენის ფარგლებში, გი...

    • 15:46

      Toyota 10 - სპეციალური შეთავაზება „ტოიოტა ცენტრი ...

      „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს განსხვავებულ საგარანტიო პირობას სთავაზობს - Toyota 10, იაპონური ბრენდის ავტომობილებზე გარანტიის 10 წლამდე ვადით ან 160 000 კილომეტრამდე გახანგრძლივებას...

    • 11:38

      თუ ავტომობილი გიყვარს, მის მოვლასაც ხელოვნებად აღი...

      „ავტომობილის მოვლის ხელოვნება“ - ვისაც ეს სიტყვათა შეთანხმება ეუცხოება, ლევან ზენაიშვილისა და Toyota Corolla-ს 32-წლიანი მეგობრობის ისტორიას  უნდა გაეცნოს. ან გაგა კოხრეიძეს ჰკითხოს,...

    • 13:09

      მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის თიბისისთან ერთად...

        თიბისიმ, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თავის მომხმარებელებს, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა.    თიბისის Back 2 School-ის კვირეულის ფარგლებში, 2-დან 9 სექტემბრის ჩათვლ...

    • 12:59

      გაეცანით თიბისის შეთავაზებებს აგრო მეწარმეებისთვის...

      თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შე...

    • 12:56

      რა წესები უნდა დავიცვათ, როცა მანქანაში ბავშვია - ...

        ბავშვების უსაფრთხო მგზავრობის ხელშეწყობისა და სამგზავრო სავარძლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2020 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car Seat შეიქმნა. ორგანიზაციის ა...