1 7 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჩვენს პარტნიორებთან გულწრფელი არგუმენტებით გავაგრძელებთ კომუნიკაციას - არჩილ თალაკვაძე

რას ელოდება "ქართული ოცნება" საერთაშორისო პარტნიორებისგან დღვევანელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, როცა ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებასთან დაკავშირებით განაცხადა - პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდი პარტნიორებთან გულწრფელი არგუმენტებით გააგრძელებს კომუნიკაციას.

"პირველი - მთავარი არის სიმართლე და სამართლიანობა, მეორე - მთავარი არის ჩვენი სახელმწიფო და მოქალაქეები და მესამე - ჩვენს პარტნიორებთან გულწრფელი არგუმენტებით გავაგრძელებთ ჩვენ კომუნიკაციას," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ "დღის კურიერის" ეთერში.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ხელშეკრულება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. კობახიძის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები