2 0 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკაში 3 ახალშობილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ეჭვი ე.წ. ინდურ შტამზეა

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში 3 ახალშობილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მათგან 2 ბავშვს ე.წ. ინდურ შტამზე კვლევა უტარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა, სამივე ახალშობილის მდგომარეობა მძიმეა.

“სამი პაციენტი ნამდვილად მართვით სუნქვაზეა. მძიმე პაციენტები არიან, არცერთს არ აქვს „ინდური“ შტამი ჯერ დადასტურებული, თუმცა ორზე მიმდინარეობს კვლევა. 2 ბავშვი არის 2 თვემდე ასაკის, ერთი ახალშობილი. ბავშვებიდან ერთი აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი“, -განაცხადა ჩხაიძემ.

კითხვაზე, როდის იქნება კვლევის პასუხი, ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა უპასუხა, რომ ეს დაზუსტებით უცნობია, რადგან

„სექვენირებას დრო სჭირდება“.
და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ჯერ­ჯე­რო­ბით, ე.წ. ინ­დუ­რი შტა­მი ბავ­შვებ­ში არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა, თუმ­ცა, მან არ გა­მო­რი­ცხა, რომ ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც იყოს. რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ დღე­ვან­დელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გან­მარ­ტა, ე.წ ინ­დუ­რი შტა­მი უფრო ად­ვი­ლად ვრცელ­დე­ბა.

„რა ინ­ფორ­მა­ცი­აც მაქვს, ინ­დუ­რი შტა­მის 52 შემ­თხვე­ვა­ში, რაც ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად გვაქვს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, ბავ­შვი არ არის, მაგ­რამ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბა არ ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა შემ­თხვე­ვა დას­ტურ­დე­ბა. ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი და­დას­ტუ­რე­ბი­დან ჩვენ შემ­დგომ ვა­კე­თებთ მო­დე­ლი­რე­ბას, თუ რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტი შე­იძ­ლე­ბა ცირ­კუ­ლი­რებ­დეს. ჩვენ ვა­სა­ხე­ლებთ უკვე 15-დან 20 პრო­ცენ­ტამ­დე სა­ერ­თო ცირ­კუ­ლა­ცი­ა­ში „დელ­ტას" შტამს. ამი­ტომ, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ბავ­შვებ­შიც იყოს. იცით, რომ ის ახალ­გაზ­რდებს მე­ტად აზი­ა­ნებს და მეტი გავ­რცე­ლე­ბის, გა­და­დე­ბის უნა­რი აქვს", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

https://www.mshoblebi.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები