2 2 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქუთაისში 21 წლის ორსული გარდაიცვალა

ქუთაისში 21 წლის ორსული გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, სოფო კვარაცხელია 20 ივნისს მძიმე ტკივილებით საავადმყოფოში სახლიდან გადაიყვანეს. კლინიკაში შეყვანისას შოკურ მდგომარეობაში იყო. მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და ექიმებმა ჩვილის გადარჩენა მოახერხეს.

ოპერაცია კლინიკა "ბომონდში" ჩატარდა. მომხდართან დაკავშირებით "კლინიკა ბომონდი" განცხადებას ავრცელებს.

"პირველ რიგში, გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი ღრმა მწუხარება და მივუსამძიმროთ გარდაცვლილის ოჯახს. 

ასევე, გვსურს გამოვეხმაროთ სოციალური ქსელის სხვადასხვა გვერდის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ "კლინიკა ბომონდში" შემოყვანილი 21 წლის გოგონა მშობიარობას გადაყვა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

პაციენტი კლინიკაში მიმდინარე წლის 20 ივნისს, მეუღლის მიერ, მოყვანილ იქნა მძიმე მდგომარეობაში. მას ჩაუტარდა გადაუდებელი საკეისრო კვეთა. ახალშობილი გადაყვანილია კლინიკის ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ყველა ჩატარებული სამედიცინო ღონისძიების მიუხედავად, თანმხლები დაავადების გამო, მელოგინის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. "კლინიკა ბომონდი" თანამშრომლობს გამოძიებასთან. კლინიკა მოუწოდებს საზოგადოებას და დაინტერესებულ მხარეებს, დაელოდონ გამოძიების დასრულებას და საქმეზე ობიექტური გარემოებების დადგენას,"- აცხადებენ "კლინიკა ბომონდში".

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილ გოგოს წარსულში გადაადგილების პრობლემა ჰქონდა. მას ოპერაცია ჩაუტარდა და სიარული შეძლო. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ორსულობა რისკებთან იყო დაკავშირებული.

ოჯახს, ამ დროისთვის, მომხდარ ფაქტზე საუბარი არ სურს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები