0 1 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მერაბ ღოღობერიძემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა

ბათუმში, არასამთავრობო ორგანიზაცია “კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელმა მერაბ ღოღობერიძემ თავის დაწვა სცადა. ღოღობერიძეს პირველი ხარისხის დამწვრობა აღენიშნება, რის გამოც მისი ქუთაისის დამწვრობის ცენტრში ტრანსპორტირება მიმდინარეობს.

 

როგორც ადვოკატმა განაცხადა, მიზეზი მის წინააღმდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის  მიერ დაწყებული გამოძიებაა.

ადვოკატის, ზაზა პაპიძის განმარტებით, ფინანსური პოლიციამ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ღოღობერიძე ფინანსურ პოლიციაში საქმის დეტალების გასაცნობად მოვიდა, გამომოძიებლები მას არ შეხვდნენ და ამის შემდეგ მან პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები