0 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისში Sinopharm-ით ვაქცინაციისთვის განკუთვნილი ადგილები 2 საათში შეივსო

თბილისში ჩინური ვაქცინის, Sinopharm-ისთვის განკუთვნილი ადგილები სრულად დაჯავშნილია. რეგისტრაცია დღეს, 27 აპრილს 20:00 საათზე დაიწყო და 2 საათში შეივსო.

ვიზიტების დაჯავშნა 4-დან 15 მაისამდე პერიოდში იყო შესაძლებელი.

ვებგვერდ Booking.moh.gov.ge-ს მონაცემებით, ამ ეტაპზე მხოლოდ რეგიონებში რეგისტრაციაა შესაძლებელი, დედაქალაქში კი ყველა ვიზიტი დაჯავშნილია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სინოფარმის ვაქცინა 35 ქვეყანაშია აღიარებული და ჩინეთის მწარმოებლებს 200 მილიონზე მეტი დოზა აქვთ გაცემული. თუმცა, ამ ეტაპზე ვაქცინას არ აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება.

გასცემს თუ არა ორგანიზაცია Sinopharm-ის გამოყენების ნებართვას ამ კვირის ბოლოს გახდება ცნობილი, Sinovac Biotech-თან დაკავშირებით კი იგივე ინფორმაციას მომდევნო კვირის ბოლოს მივიღებთ. ამის შესახებ WHO-ს ასისტენტ-დირექტორმა, მარიანგელა ბატისტა გალვაო სიმაომ, ორშაბათს განაცხადა.

ჩინეთმა ორივე ვაქცინა უკვე რამდენიმე ქვეყანაში გაიტანა ექსპორტზე, მათ შორის სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, აზიასა და აფრიკაში. WHO-ს დასკვნა ვაქცინის დისტრიბუციისთვის გადამწყვეტი იქნება, რადგან სწორედ ამ რეგულატორის აღიარებაა მისი ეფექტიანობისა და უსაფრთხოობის ინდიკატორი. WHO-ს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, Sinopharm COVAX-ის პლატფორმაზეც მოხვდება, რომელიც ვაქცინების განვითარებადი ქვეყნებისთვის მიწოდებას ისახავს მიზნად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები