0 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საგარეჯოში 18 წლის გოგო გაუჩინარდა - ერთ-ერთი ვერსიით, მას შერჩეულ საქმროზე ქორწინება არ სურდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 18 წლის გოგო გაუჩინარდა. ერთ-ერთი ვერსიით, გოგოს არ სურდა ქორწინება იმ მამაკაცზე, რომელზეც 6 თვის წინ დანიშნეს და სახლიდან სხვასთან ქორწინების მიზნით წავიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ვერსიას ოჯახი არ ეთანხმება.

როგორც ცნობილია, გოგომ წასვლის წინ შეტყობინება დეიდას გაუგზავნა, სადაც წასვლის შესახებ ატყობინებდა, თუმცა ადგილსამყოფელს არ ასახელებდა.

ნარმინ ისაიევა სახლიდან გუშინ გავიდა. ოჯახმა მომხდარის შესახებ პოლიციას უკვე აცნობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები