1 9 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,დღეიდან ქვეყანაში ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტები ამოქმედდება, 20 წუთში პასუხი გექნებათ"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, დღეიდან ქვეყანაში ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტები ამოქმედდება, რომლის პასუხიც 20 წუთში იქნება.

„დღეს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სწრაფი ტესტები, ხაზს ვუსვამ, ეს არის არა ყველანაირი სწრაფი ტესტები, არამედ ეხება ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებს, რომელიც ზუსტად ისევე კეთდება, ანუ ცხვირიდან უნდა იქნას ნაცხი აღებული და სწრაფი ტესტით კეთდება. მსოფლიოში ორი ტესტია აღიარებული და ამ ორიდან ერთ-ერთი საქართველოში ჩვენ გვაქვს. ეს არის როგორც, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლოდროინდელი რეკომენდაცია, ასევე ამერიკის FDI-ის მიერ აღიარებული. მათი გამოყენება დიაგნოსტიკისათვის მოხდება ისეთივე პროტოკოლით, როგორც ხდება დიაგნოსტიკისათვის PGR-ის გამოყენება.

ხაზს ვუსვამ, ანტიგენტზე დამყარებული სრაფი ტესტია, ცხვირიდან იღება ნაცხი და არა თითიდან სისხლი და ესეც სამედიცინო დაწესებულებებში კეთდება, ამას აღარ სჭირდება PCR ტესტით დადასტურება, ეს უკვე შესულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებში. ეს ტესტები ჩვენ უკვე გვაქვს, ახლა მარაგი სადღაც 150 000-მდეა და კიდევ ნახევარი მილიონი შეკვეთილია. ეს იქნება დამხმარე PGR-ისთვის. თავიდან სულ სხვა ტესტებზე იყო საუბარი და ეს არის სულ სხვა სწრაფი ტესტი, 20 წუთში პასუხი გექნებათ“, - განაცხადა იმნაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები