1 9 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მამუკა ხაზარაძე - მინდა დიდი პატივისცემა გამოვხატო სამხარეო პოლიციის უფროსის ავთო გალდავას და მისი თანაგუნდელების საქციელის გამო

მამუკა ხაზარაძე ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ლელოს ლიდერის განცხადებით პოლიციელებმა და სამეგრელო ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა სწორი გადაწყვეტილება საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მიიღეს.

"მინდა დიდი პატივისცემა გამოვხატო სამხარეო პოლიციის უფროსის ავთო გალდავას და მისი თანაგუნდელების საქციელის გამო და მხნეობა ვუსურვო მათ ოჯახებს."

მამუკა ხაზარაძემ იმედი გამოთქვა რომ მოვლენები მშვიდობიანად დასრულდება, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ დამნაშავეს არ უნდა მიეცეს პასუხისმგებლობისგან თავის არიდების საშუალება და მან პასუხი უნდა აგოს ჩადენილი დანაშაულის გამო

"ვიმედოვნებ, რომ ოპერაცია მშვიდობიანად და სახელმწიფოებრივად დასრულდება და დამნაშავე დაისჯება." - განაცხადა ხაზარაძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები