1 9 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

" ლელოს" ღონისძიებას რუსთავში რამდენიმე ათასი მხარდამჭერი დაესწრო, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ეს პარტიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეხვედრა იყო.

 ღონისძიებაზე შეკრებილებს “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ საავადმყოფოდან მიმართა. 

მოსახლეობას სიტყვით მიმართეს “ლელოს” ლიდერებმა, ბადრი ჯაფარიძემ, ლანა გალდავამ, თაზო დათუნაშვილმა და ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა გრიგოლ გეგელიამ.

“საქართველოში ფუნდამენტური ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რასაც „სუფთა ხელები“ სჭირდება ამის შესახებ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. 

“ჩვენ უნდა დავაფორმიროთ კოალიციური მთავრობა და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა 21-ე საუკუნის საქართველოში. “ლელოს ახალი მარშალის გეგმა” არის საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამა, ეს შეეხება ყველა სფეროს - განათლებას, ჯანდაცვას, ჩვენს ბავშვებს, ჩვენს მომავალს, ეკონომიკას, სამართალს. ჩვენ გვჭირდება ქვეყანაში ფუნდამენტური ცვლილებები, ფუნდამენტურ ცვლილებებს კი სჭირდება ისეთი ხალხი, რომელიც “ლელოს“ გარშემოა შემოკრებილი, ფუნდამენტურ ცვლილებებს სჭირდება სუფთა ხელები, წრფელი გული, რწმენა, რომ შენი ქვეყანა გიყვარს,”-განაცახადა მამუკა ხაზარაძემ. 

“მიხარია და ამაყი ვარ, რომ მე წარმოვადგენ თქვენს ხმას”-ამ სიტყვებით მიმართა საკუთარი ოლქის მაცხოვრებლებს გრიგოლ გეგელიამ. 

“მე მაქვს პატივი, რომ ვიყო პოლიტიკისგან გაჯავრებული ადამიანების ხმა და იმედი. მე ამაყი ვარ რომ ვიბრძვი ჩვენი და თქვენი მომავლისთვის, საერთო გამარჯვებისთვის. ჩვენი პარტია იბრძვის ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად, შრომის უფლებების დასაცავად და იმისთვის რაც ყველა რუსთაველისა და გარდაბნელის უფლებაა. ჩვენ ამ ქალაქის მოსახლეობას მივცემთ ჯანსაღი ცხოვრების სტიმულს

და გავაძლიერებთ სოციალურად,”-განაცახადა გრიგოლ გეგელიამ. 

მოსახლეობას მიმართა  “ლელოს” გენერალურმა მდივანმა ბადრი  ჯაფარიძემ და მათ არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. მისი თქმით ქვეყნის უკეთესობისკენ შესაცვლელად თითოეული მოქალაქის ხმა გადამწყვეტია. 

“მნიშვნელოვან დღემდე, 31 ოქტომბრამდე და “ლელომ” მოახერხა ის რაც ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო. ჩვენმა გუნდმა მოკლე ვადაში მოახერხა რომ წარმოჩენილიყო როგორც ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალა. მოახერხა და შეძლო  შეექმნა ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის და მისი აღმშენებლობის გეგმა. ჩვენ არა მარტო გეგმა გვაქვს, არამედ გვყავს გუნდი რომელსაც შეუძლია მისი განხორციელება. არცერთი დღე არ გვაქვს დასაკარგი ამიტომ არჩევნების მეორე დღიდანვე უნდა დავიწყოთ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. რაც მთავარია ჩვენს ქვეყანას დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია როგორც რეგიონის ფლაგმანის,”- განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...