1 8 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გამყრელიძე: 240 000 ადამიანს დიაბეტი აქვს, მაგრამ ქვეყანას ხომ არ ვკეტავთ?

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ძალიან მკაცრი შეზღუდვების დაწესებაზე საუბარი არ არის. 

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჯანდაცვის სისტემა დღეს უფრო მომზადებულია, ვიდრე გაზაფხულზე.

"დღეს ძალიან მკაცრ ლოკდაუნებზე აღარ არის საუბარი, მით უმეტეს იმ ტიპის ქვეყნებისთვის, როგორიც ჩვენ ვართ. ეკონომიკას ვერ გააჩერებ, ადამიანებს მეტ სიღარიბეში ვეღარ უბიძგებ, ამიტომ საჭიროა ამ დანისპირზე სიარული, სწორი ბალანსი. ჯანდაცვის სისტემა დღეს ბევრად მზად არის, ვიდრე გაზაფხულზე, ჯანდაცვის სისტემა ბევრად მეტ დაწოლას უძლებს დღეს, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო გაზაფხულზე", - თქვა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მაგალითად ქვეყანაში 240 000 ადამიანია დიაბეტით, თუმცა ქვეყანა არ იკეტება.

"უნდა გაიხსნას ეკონომიკაც და ამავე დროს მზადყოფნაც. გრიპის დროს ჩვენ ხომ არ ვკეტავთ ქვეყანას? ან დღეს 14 000 ინფიცირებულია, დიაბეტით ქვეყანაში გვყავს ოფიციალურად რეგისტრირებული 120 000 ადამიანი, დაახლოებით ერთი მაგდენია, ვინც არ არის რეგისტრირებული და 240 000 დიაბეტით ავადმყოფისთვის ქვეყანას ხომ არ ვკეტავთ? ჩვენ მოგვიწევს მასთან ერთად ცხოვრება", - აღნიშნა გამყრელიძემ.

დღეს, 15 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...