1 8 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით დადასტურებულთა საერთო რაოდენობა 14 440-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა კიდევ 208 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 7 367.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 113-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 792 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1042-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

საქართველოში გუშინ კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები