2 0 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ერთ-ერთი ბანკის რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსთავში, "ვითიბი" ბანკის რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით თანამშრომლები შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს.

თვითიზოლაციაში არიან ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირებიც.

ბანკში ჩატარდა შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები, ინფიცირებული თანამშრომლები კი თბილისიდან, სარეზერვო თანამშრომლებით ჩანაცვლდა.

ბანკი ამ დროისთვის ფუნქციონირებას ჩვეულებრივად განაგრძობს.

შეგახსენებთ რომ ვითიბი ბანკის ერთერთი თანამშრომელი თავდაპირველად ანსამბლ "თუთარჩელას" წევრთან კონტაქტისას დაინფიცირდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები