2 0 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტრაგედია ირაკლი ალასანიას ოჯახში – პოლიტიკოსს დედა გარდაიეცვალა

თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ალასანიას დედა გარდაეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ყოფილი პოლიტიკოსისი მეუღლე ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ნათია გარდაცვლილ ოჯახის წევრს დადებითად ახასიათებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვყნებს, რომელშიც მათი ურთიერთობის მცირე, თუმცა მნიშვნელოვან მონაკვეთს აღწერს.

„ირაკლის დედა გარდაიცვალა. შაბათს 2-ზე დავკრძალავთ.

ჩემი შვილების ერთადერთი, ერთგულად რომ ცოცხლობდა აქამდე, ბებოც წავიდა. ნიკუშას დახვდა დაძინებული. ძალიან კარგი ექიმი, დაუჯერებლად, კინოგმირივით ღირსეული ქალი, საოცარი თვისებების, რომელზეც დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო და რა უცნაური რამეა, რომ შვილიშვილებისთვის მაინც ისაა ხოლმე მთავარი, რომ ბებოები დედაზე გემრიელ კარტოფილს წვავენ. ნიკუშას ერთერთი საყვარელი იუმორისტული ხაზი სადილის მერე დოდოსთან დარეკვა და თქმა იყო, როგორ ცუდად გამოვკვებე და როგორ შეცდა და ნანობს, რომ მასთან მისვლა ვერ მოახერხა.

მისამართია გამრეკელის (ყოფილი კუტუზოვის) მეორე კორპუსი, მაგრამ კოვიდის გათვალისწინებით, რათქმაუნდა, საბოდიშო არავის აქვს. ამბავი გაგაგებინეთ უბრალოდ“, – წერს ნათია ფანჯიკიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები