2 0 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჩვენი ტერიტორიის დაკარგვა უფრო მნიშვნელოვანია, თუ აზერბაიჯანთან პრობლემა რომ შეგვექმნას?- დეკანოზი შალვა კეკელია

დამნაშავეები არიან თუ არა, დავით გარეჯის კომპლექსთან დაკავშირებით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე დაკავებული პირები? – ამ თემაზე შეფასების გაკეთებისგან თავს იკავებს ვაკის ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარი შალვა კეკელია და გამოძიების დასრულებას ელოდება. ამასთან სასულიერო პირი მიმდინარე საქმის გამო აზერბაიჯანთან ურთიერთობის შესაძლო დაძაბვასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ტერიტორიის დაკარგვასთან შედარებით ნაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემაა:

“გამოძიება უნდა დაწყებულიყო, თუ რაიმე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.ის რომ ადამიანი დაადანაშაულო და ბრალი დაადო არ არის სწორი, ის რომ ადამიანზე თქვა, რომ ბოლომდე მართალია, ესეც არაა სწორი. უნდა დაველოდოთ გამოძიებას, უნდა გამოიკვლიონ და პასუხს მერე გავიგებთ ყველანი. ვამბობთ, რომ აზერბაიჯანთან პრობლემა შეგვექმნება, ჩვენი ტერიტორიის დაკარგვა უფრო მნიშვნელოვანია, თუ აზერბაიჯანთან პრობლემა რომ შეგვექმნას?”- აცხადებს დეკანოზი შალვა კეკელია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები