2 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ქობულეთში „ლელოს“ წევრებზე ფიზიკური ანგარიშსწორება სცადეს

მმართველი გუნდის წევრებმა, „ლელოს“ მოსახლეობასთან შეხვედრის უფლება არ მისცეს, ხოლო ოპოზიციური პარტიის წევრები ნაცემები არიან. 

დაპირისპირება ქობულეთის ბაზრის შესასვლელთან მოხდა, სადაც ბაზრის მფლობელი რამდენიმე დღეა, ადგილზე არ უშვებს „ლელოს“ აქტივისტებს, იმისთვის რომ მათ სააგიტაციო მასალა დაარიგონ. 

„ლელოს“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი კუპრაძის თქმით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ ძალადობრივ მეთოდებს იყენებს, რაც მათი მხრიდან „ლელოს“ წევრებზე თავდასხმაში გამოიხატა. 

„ფიზიკური ანგარიშსწორება სცადეს "ლელოს" აქტივისტებზე და არ მისცეს მათ უფლება საზოგადოებრივ სივრცეში - ქობულეთის საკოლმეურნეო ბაზარში ბუკლეტების დარიგების. 1 საათიანი ხმაურიანი დაპირისპირების განმავლობაში საპატრულო პოლიცია არც კი გამოჩენილა. ივანიშვილი ცდილობს, დაიმონოს ყველა ინსტიტუტი და სრულიად კერძო სექტორი, რომელსაც ართმევს განვითარების და თავისუფალი არსებობის საშუალებას. სამწუხაროა ზრდასრული ადამიანების ხილვა, რომლებიც არიან ივანიშვილის მსხვერპლი და ხმამაღლა აიძულებენ, გაიძახონ - "მე ბიძინას კაცი ვარ"! საქართველო იმსახურებს სამართლიან და თავისუფალ  განვითარებას, რის პოლიტიკურ მუხრუჭადაც ბიძინა ივანიშვილი იქცა. „ლელო“ დაასრულებს ივანიშვილის ძალადობრივ პოლიტიკას 31 ოქტომბერს,“ - აცხადებს კუპრაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...