2 1 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნება” ისევ ბილბორდებიდან ელაპარაკება მოსახლეობას, ქვეყანაში კი, მუდმივად ილახება ადამიანის უფლებები და თავისუფლება.” - მამუკა ხაზარაძე

"ლელოს" თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ  ბრიფინგი გამართა და დემოკრატიაზე ისაუბრა, რაც არჩევნების მოახლოებასთან ერთად აქტუალურობას სულ უფრო მეტად იძენს. როგორც ხაზარაძემ ბრიფინგის მსვლელობისას აღნიშნა, “ქართული ოცნება” ისევ უარს ამბობს დებატებზე და ისევ ბილბორდებიდან ელაპარაკება მოსახლეობას. “ლელო” კი იმ ენაზე საუბრობს, რა ენაც მოსახლეობას ესმის - უშუალო და საქმიანი. 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს დემოკრატიის ინდექსში, 2019 წელს, საქართველო ათი პუნქტით დაქვეითდა და 89-ე ადგილი დაიკავა. ამ დროს კი “ლელოს” აქვს სწორი გეგმა, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიას გააძლიერებს. 

ხაზარაძის განმარტებით, საქართველო დაშორდა დემოკრატიულ ღირებულებებს. ქვეყანაში მუდმივად ილახება ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.

“ქართული ოცნება” ისევ უარს ამბობს დებატებზე და ისევ ბილბორდებიდან გველაპარაკება. ჩვენც იმ ენაზე ვესაუბრებით, რა ენაც მათ უნდა ესმოდეთ. 

არჩევნებამდე უკვე სულ ცოტა დრო რჩება და კითხვა, თუ რამდენად დემოკრატიულად ჩატარდება ის, სულ უფრო აქტუალური ხდება. “ქართული ოცნების” ხელისუფლება, არათუ ქვეყანაში დემოკრატიის გარანტად ვერ გამოდგა, არამედ თავად იქცა მისი პრინციპების უხეშ დამრღვევად. 8 წლის წინ ისინი სამართლიანობისა და დემოკრატიის დაპირებით მოვიდნენ, საბოლოოდ კი უსამართლობით და ძალადობით სავსე სახელმწიფოდ გვაქციეს. საქართველო დაშორდა დემოკრატიულ ღირებულებებს. მუდმივად ილახება ადამიანის უფლებები და თავისუფლებები,” - აცხადებს ხაზარაძე. 

მისივე თქმით, საქართველო იქცა ქვეყნად, სადაც ხშირია ადამიანების არჩევანით მანიპულირება. 

“სამწუხაროდ, საქართველო იქცა ქვეყნად, სადაც ოპოზიციას მმართველი ძალის მიერ მართული სასამართლო ასამართლებს და სადაც ოპოზიციის ლიდერებს ციხეში პოლიტიკური ნიშნით სვამენ. საქართველო იქცა ქვეყნად, სადაც უამრავი ჩვენი მოქალაქე ვეღარ ბედავს ღიად საკუთარი აზრის დაფიქსირებას. ამის ერთ-ერთი შედეგია ისიც, რომ მსოფლიოს დემოკრატიის ინდექსში, 2019 წელს, საქართველო ათი პუნქტით დაქვეითდა და 89-ე ადგილი დაიკავა.

ასე ჩვენ თავისუფალ არჩევნებს ვერ ჩავატარებთ, ეს ხელისუფლება ემზადება არჩევნების გასაყალბებლად და დემოკრატიული პროცესების სათავისოდ, ძალადობრივად გამოსაყენებლად. თავისუფლება და დემოკრატია საყოველთაო უფლებაა, განურჩევლად რწმენისა თუ პოლიტიკური გემოვნებისა. მხოლოდ თავისუფლება და დემოკრატიაა ის გზა, რომლითაც უნდა დავძრათ ქვეყანა განვითარებისა და კეთილდღეობისაკენ. 

ჩვენ გვჭირდება სასამართლოს მართვის გამჭვირვალე და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული სისტემა. პოლიტიკური და კლანური გავლენისგან დაცული სასამართლო. ისევე, როგორც სრულიად დეპოლიტიზებული პოლიცია და პროკურატურა,”- განაცხადა ხაზარაძემ. 

პარტიის თავმჯდომარის თქმით, “ლელოს” გუნდი ერთადერთი ძალაა, ცოდნითა და საერთაშორისო კავშირებით, რომელიც მზადაა, ეს ყველაფერი დაასრულოს და ქვეყანა რეალურ დემოკრატიულ რელსებზე დააყენოს, რადგან “ლელოს” აქვს ხედვა და სწორი რეფორმები, რისი მეშვეობითაც შეუძლია ქვეყანაში დემოკრატია გააძლიეროს,” - განაცხადა ხაზარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები