2 0 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“მთავრობა მსესხებლების საშეღავათო პერიოდს აღარ ითვალისწინებს, თანხა ბიუჯეტში არ არის გაწერილი”-ლევან კობერიძე

“ლელოს” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე ბანკების მიერ ინიცირებული სამთვიანი საშეღავათო პერიოდის დასრულებაზე ისაუბრა და ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს კითხვით მიმართა, რის გაკეთებას აპირებს მთავრობა მსესხებლებთან მიმართებაში. 

კობერიძემ სხდომაზე ისიც განაცხადა, რომ  შესაძლებელი იყო, პარტია “ლელოს” მიერ შეთავაზებული გეგმა ცენტრალურ ბანკს, მთავრობასა და ფინანსურ ინსტიტუციებს განეხორციელებინათ, მაგრამ ხელისუფლება ოპოზიციის შეთავაზებაზე არ რეაგირებს. 

“დამთავრდა 3 თვიანი პერიოდი, როდესაც ბანკებმა გამოაცხადეს საშეღავათო პერიოდი.  დღეს კოვიდ 19 საქართველოში არათუ დაღმავალი, არამედ აღმავალია და ძალიან მწვავდება. ადამიანებს კიდევ და კიდევ გაუჭირდებათ და ამ დროს მათთვის აუცილებელია გარკვეული შეღავათების გაწევა.  

“ლელომ” შესთავაზა ცენტრალურ ბანკს მთავრობას, ფინანსურ ინსტიტუციებს შეხვედრა. მისი ინიციატივა იყო, მცირე და მსხვილ ბიზნსესებსაც დაწესებოდა საშეღავათო პერიოდი, 6 თვის ან 1 წლის განმავლობაში გარკვეული საგარანტიო მექანიზმის ამოქმედება. მსგავსი რამ გააკეთა პორტუგალიამ, მაგალითად 10 მილიარდი ევრო გამოყო ბიუჯეტიდან და გადაავადა მთლიანი ვალდებულებები როგორც მოსახლეობის, ისე ბიზნესის - სწორედ საგარანტიო სქემის საშუალებით. რატომ არ აკეთებთ ამას  საქართველოს ხელისუფლება?” - განაცხადა კობერიძემ. 

მისივე თქმით, ბიუჯეტში ეს ხარჯი არ არის გათვალისწინებული, სახელმწიფო კი ხელს უწყობს, მოსახლეობა ვალში გადავარდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები