2 0 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“დავით-გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მოულოდნელად განვითარებულ მოვლენებს აშკარად პოლიტიკური სპეკულაციის ელფერი დაკრავს” - ფიქრია ჩიხრაძე

“დავით-გარეჯი და საქართველოს ეროვნული ინტერესები მეტია, ვიდრე ივანიშვილი და სააკაშვილი, მათი დაპირისპირება და რომელიმე მათგანის ხელისუფლებაში ყოფნა-არყოფნის საკითხი” - ამის შესახებ ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს და დავით - გარეჯის გარშემო მომხდარ მოვლენებს ეხმაურება. 

“ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ აცნობიერებენ, გარეჯის საკითხის ამ ფორმით წამოწევით, რაოდენ ფაქიზ და სახიფათო თემას ეხებიან. არ შეიძლება, ამ პარანოიდალურ ბრძოლას შეეწიროს სახელმწიფო ინტერესები. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, მომავალ პარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება,” - აცხადებს ჩიხრაძე და იმედოვნებს, რომ მანამდე გადადგმული უგუნური ნაბიჯებით საქართველოს ინტერესები ისე არ დაზიანდება, რომ გამოსწორება შეუძლებელი იყოს. 

“ამასთან ერთად, კომისიის დაპატიმრებული წევრების საქმე აშკარად მიემატა სისხლის სამართლის იმ მრავალ საქმეს, რომლის თაობაზეც ახალ ხელისუფლებას ახალი, ობიექტური გამოძიების ჩატარება და პოლიტიკური დამკვეთების პასუხისგებაში მიცემა მოუწევს,”- აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები