2 0 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ლაშა ფარულავა: „პაატა მანჯგალაძის დაკავება შეიძლება ჩაითვალოს საარჩევნო აგიტაციის ხელის შეშლად“

საარჩევნო ბლოკის „გიორგი ვაშაძე სტრატეგია აღმაშენებელი“-ს წარმომადგენლის პაატა მანჯგალაძის დაკავება შეიძლება ჩაითვალოს საარჩევნო აგიტაციის ხელის შეშლად. - ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის სადამკვირვებლო პროგრამის დირექტორმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, პაატა მანჯგალაძეს, რომელიც არის პარტიული სიის კანდიდატი, იცავს საარჩევნო  კოდექსის 122 მუხლი, რაც გულისხმობს იმუნიტეტს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე. შესაბამისად პოლიციის მხრიდან მისი დაკავება შეიძლება ჩაითვალოს საარჩევნო აგიტაციის ხელის შეშლად.

„საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) პერიოდში პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა და წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა. შესაბამისად,  გუშინდელი ქმედება წარმოადგენდა ასევე პოლიტიკური ბლოკი „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებლის’’ საარჩევნო კამპანიის ნაწილს და ხელის შეშლა არ იქნება აღქმული დემოკრატიული საარჩევნო გარემოსთვის დამახასიათებელ ქმედებად.“- განაცხადა ფარულავამ. 

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“  მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უზრუნველყოს თანაბარი და მშვიდობიანი გარემო პოლიტიკური სუბიექტებისთვის.

2020 წლის 5 ოქტომბერს თბილისის მერიის შენობასთან პოლიციამ პაატა მანჯგალაძე საარჩევნო კამპანიის პერიოდში დააკავა.

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებულია როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მიმდინარე საარჩევნო პროცესს აკვირდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...