2 0 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“GM PHARMA” შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის ჯილდოს მფლობელი გახდა

ფარმაცევტული კორპორაცია “GM PHARMA” (ჯი-ემ-პი) „შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა“ და „ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის“ ერთობლივი ჯილდოს - „წლის ლიდერი 2019“ (“Leader Of The Year”) მფლობელი გახდა.

საქართველოში ფარმაცევტული სექტორის კომპანიებს შორის „წლის ლიდერი“ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა: ბრუნვა, მოგება-ზარალი, დასაქმებულთა რაოდენობა, დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება, დანახარჯები დასაქმებულებზე, სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანები.

2019 წლის მონაცემებით “GM PHARMA”-ს საუკეთესო ფარმაცევტულ კომპანიად აღიარება სიმბოლურიც იყო, რადგან 2019 წელს კომპანიის პროდუქციის ექსპორტმა პირველად გადააჭარბა იმპორტირებულ მაჩვენებლებს, რითაც კომპანიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ეკონომიკაში სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების კუთხით.

“GM PHARMA” საერთაშორისო, მულტინაციონალური ფარმაცევტული კორპორაციაა, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (მაგ.: გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია და სხვ.) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში.

“GM PHARMA”-ს საწარმო თბილისში წამყვანი ფარმაცევტული ქარხანაა კავკასიის რეგიონში, სადაც უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით ხორციელდება მედიკამენტების მყარი ფორმების წარმოების სრული ციკლი - ნედლეულის მოძიებიდან საბოლოო პროდუქტამდე. საწარმო აღჭურვილია მსოფლიოს წამყვანი კომპანიების საწარმოო და ლაბორატორიული დანადგარებით: “BOSCH”, “FETTE”, “UHLMANN” და სხვ. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა: კარგი წარმოების პრაქტიკის - GMP PIC/S , ხარისხის მართვის - ISO 9001:2015 და ISO 17025:2010, აშშ საკვები დანამატების უსაფრთხოების ინსპექციის - NSF.

“GM PHARMA”-სთვის 2020 წელი საიუბილეო წელია. კომპანია არსებობის 20 წლის თავზე, 150 ბრენდითა და 250 გამოშვების ფორმით, ფლობს პროდუქტების ერთ-ერთ უდიდეს პორტფელს რეგიონში, აწარმოებს 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ექსპორტს მსოფლიოს 10 ქვეყანაში და ყოველწლიურად დაახლოებით 10 მილიონი პაციენტი მკურნალობს “GM PHARMA”-ს მედიკამენტებით საქართველოსა და საზღვარგარეთ.

რაც შეეხება „ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირს“, ორგანიზაცია ოპერირებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო) და ყაზახეთში. აღნიშნული კავშირი 2004 წელს დაარსდა, საქართველოში საქმიანობას კი 2015 წლიდან ეწევა. 2017 წლიდან „შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციასთან“ (“Swiss Rating Association“) პარტნიორობით "ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირმა” საქართველოში მოღვაწე წარმატებული კომპანიებისთვის საერთაშორისო ჯილდოს „წლის ლიდერი“ მინიჭების უფლება მოიპოვა. არსებობის მანძილზე კავშირს ჩატარებული აქვს 50 დაჯილდოების ცერემონია და 40 ბიზნესფორუმი, მათ შორის 8 ღონისძიება საქართველოში გაიმართა და GM PHARMA უკვე მეორედ გახდა აღნიშნული პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...