2 0 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“ქართული ოცნება“ ყოველდღიურად ათასობით ადამიანს ტოვებს უმუშევრად და უარს ამბობს ალტერნატიულ შეთავაზებებზე, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას გაჭირვებიდან გამოიყვანს” - მამუკა ხაზარაძე

“ლელოს” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგი გამართა და ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე ისაუბრა. როგორც ხაზარაძე განმარტავს, საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელმა პიკს მიაღწია და ეს არა პანდემიის, არამედ უუნარო მმართველი გუნდის დამსახურებით ხდება. 

მისი თქმით, ყველა რეალური სტატისტიკა მოწმობს, რომ  ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა პანდემიამდე გამწვავდა, რადგან მოსახლეობა მასობრივად უმუშევარი რჩებოდა, პანდემიამ კი ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა. 

“უმუშევრობამ ქართული ოცნების უუნარო, ახლა უკვე 9 წლიანი მმართველობის პერიოდში, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. დღეს ასობით ათასი ადამიანი უსამსახუროდ არის დარჩენილი და ეს პანდემიის გამო არ ხდება. პრობლემა პანდემიამდეც მწვავედ იდგა. ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე დღეს უცხოეთში, ურთულეს პირობებში მუშაობს, რომ აქ მყოფი ოჯახი სიღატაკისა და შიმშილისაგან იხსნას. ოფიციალური სტატისტიკით, დღეს საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 18.5%-ია, თუმცა, ვიცით, რომ რეალური ციფრი 27 პროცენტს აჭარბებს,”-აცხადებს ხაზარაძე. 

 “ლელოს” დამფუძნებელი გარემო პირობების გაუარესების გამო  თვლის, რომ დღესაც, პანდემიის მართვისას, არათანმიმდევრული მოქმედებებით, „ქართული ოცნების“ მთავრობა ყოველდღიურად ათასობით ადამიანს ტოვებს უმუშევარს. მმართველი გუნდი კი ყოველ ჯერზე უარს ამბობს ალტერნატიულ შეთავაზებებზე, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას გაჭირვებიდან გამოიყვანს.

“500 000 ადამიანი, ეს კატასტროფული ციფრია და “ქართულ ოცნებას” გეგმაც კი არ აქვს, თუ როგორ დაძლიოს ეს პრობლემა, არათუ შეეძლოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. ჩვენ თუ ახლავე არ დავიწყეთ სწორი და რადიკალური რეფორმების გატარება, სიტუაცია უფრო და უფრო დამძიმდება. სწორი რეფორმა ერთადერთ გამოსავალია, რომ ქვეყანა სირთულიდან გამოვიყვანოთ და ამ ახალი რეფორმების ტალღა ოქტომბრიდან დაიწყება.  “ლელოს” გუნდმა არაერთხელ შესთავაზა ამ არაპროფესიონალ მთავრობას გამოსავალი და სწორი ნაბიჯები, რათა ქვეყანაში არსებული უმუშევრობის პრობლემები დაგვემარცხებინა. “მარშალის გეგმით”, რომელიც “ლელომ” წარმოადგინა, ჩვენ შეგვიძლია ყოველ წელს შევქმნათ 50.000 ახალი სამუშაო ადგილი, რაც მომდევნო 4 წელიწადში 200.000-ით ნაკლებ უმუშევარს ნიშნავს. “ქართულმა ოცნებამ” არ იცის, როგორ მართოს კრიზისი და გააჩინოს შესაძლებლობა.

ოცნების ხელისუფლება პატივს არ სცემს ამომრჩეველს, არ მოდის დებატებზე, არ ჩნდება საჯარო სივრცეებში, მათ ერთადერთი ბანერებზე ვხედავთ, მათ მხოლოდ ბანერების ენა ესმით და ამიტომ ჩვენც, რა ენაც მათ ესმით, იმ ენაზე გვინდა დაველაპარაკოთ. ეს არის რუსეთს დაქვემდებარებული ძალა, რომელიც არ ზრუნავს თავის ქვეყანაზე და ხალხზე. ქვეყანას სჭირდება ალტერნატივა, ძლიერი და სწორი რეფორმა და  „ლელომ“ ეს იცის,  ჩვენს გუნდს ეს შეუძლია! ჩვენ ვიცით, როგორ ვაკეთოთ საქმე!”-აცხადებს ხაზარაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...