2 0 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“ჩვენ გვაქვს უზარმაზარი რეზერვი და პოტენციალი იმისთვის, რომ ავაშენოთ საუკეთესო მომავალი”-მამუკა ხაზარაძე

დღეს “ლელოს” თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე სოფელ ერგნეთსა და შინდისში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატი - კახა კოჟორიძე წარუდგინა.

მოსახლეობას "ლელოს" ლიდერებმა პარტიის ახალი პროგრამა - ლელოს “ახალი მარშალის გეგმა”, კონკრეტული ეკონომიკური განვითარების ხედვა წარუდგინეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს. 

“ლელო” აგრძელებს "ახალი მარშალის გეგმის" საჯარო განხილვებს ქალაქებსა და სოფლებში.

 პარტიის დამფუძნებელმა მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა, რომ “ლელო” არის იდეა, არის მიზანი და “ლელო” არის საქართველო, რომელშიც ადამიანები ადამიანები გაერთიანდენ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. 

“ამ საქმეში მინდა, რომ მთელი ჩემი ჯანი, მთელი ჩემი ცოდნა ჩავდო, რომელსაც ქვეყნის გამოყვანა ჰქვია იმ მდგომარეობიდან, რომელშიც დღეს ვართ. არ მინდა, კიდევ დავამძიმო სიტუაცია, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, სად ვდგავართ, თუმცა, ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ვართ ევროპაში, სადაც 8 წლის განმავლობაში ერთ სრულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი არ გაზრდილა, ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც სამი მილიონ შვიდასი ათასი მაცხოვრებლიდან 450 000 არის სოციალურად დაუცველი. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც საერთაშორისო კვლევით ორი კვირის წინ 77 000 ბავშვი კიდევ შიმშილობს და საიდანაც მილიონ ნახევარი ადამიანი არის გასული. არ დარჩენილა ოჯახი, რომ ვიღაც უცხოეთში არ იყოს წასული. მძიმე შრომით რიცხავენ თანხებს, რითიც ვარსებობთ. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელშიც არათუ გეგმა ვერ ვნახეთ ბოლო წლებში, არამედ იმედიანი დაპირებაც აბსურდად გადაგვიქციეს. დავდივარ მთელ საქართველოში ჩემს მეგობრებთან ერთად და მესმის ყველგან სიტყვები - “მაინც არაფერი არ შეიცვლება”. ამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის,  რომ ადამიანები გაეღატაკებინა. მოსახლეობას აშინებენ, თუ ისინი ჩვენი პარტიის გვერდით მოინდომებენ დადგომას. ასეთი რამ აღარ უნდა არსებობდეს, ქართველი ერი არის ბრძენი ერი და აქვს მოთმინების უნარი, მაგრამ არის დრო და პერიოდები როდესაც უნდა ვთქვათ - საკმარისია, ახალი ცხოვრება იწყება ახლა! ამ ახალი ცხოვრებისა და არჩევნების თავში იდგება “ლელო”-აცხადებს ხაზარაძე. 

 ხაზარაძის თქმით, ქართველ

ერს ბევრჯერ გასჭირვებია, მაგრამ არ დაუჩოქია. დადგა მომენტი, რომ წელში გავიმართოთ და ერთმანეთს ვუთხრათ, ჩვენ გვაქვს უზარმაზარი რეზერვი  და პოტენციალი იმისთვის, რომ ავაშენოთ საუკეთესო მომავალი ჩვენი შვილებისთვის. 

“თუ უარს არ ვიტყვით წარსულზე, არა ისტორიულ, არამედ იმ ცუდ წარსულზე, რომელიც თავს მოგვახვიეს, მხოლოდ ესაა გამოსავალი. თუ ახალ ძალას არ დავუჭერთ მხარს, ვიქნებით ვიღაცის ხელის შემყურე. მე მინდა გითხრათ,  რომ ჩვენი უნიკალური ლელოს “მარშალის გეგმით” 4 წელიწადში სრულიად გარდავქმნით ქვეყანას, მის ეკონომიკას, შევქმნით ძლიერ საშუალო ფენას და ამაზე არცერთ პარტიას არ უზრუნია აქამდე. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. დადგა დრო სერიოზული ცვლილების დრო ამ ქვეყანაში, ვფიცავ ამ ადგილას, ჩვენს გუნდთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ ამ ქვეყნის წარმატებისთვის,რომ დავადგეთ სიყვარულის და გამარჯვების გზას,”-აღნიშნა ხაზარაძემ. 

“ქვეყნაში ბევრი რამაა გასაკეთებელი, ხოლო საქმის ომი ყველაზე კარგად იცის “ლელომ”-ამის შესახებ “ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახა კოჟორიძემ წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. 

“მე ვარ ამაყი, რომ ამ გუნდის წევრი ვარ. ჩემს ოლქში ვაპირებ ორი მიმართულებით მუშაობას. პირველია რეგიონის გაძლიერება, წყალი, ინტერნეტი, გზები. ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც რეგიონის მოსახლეობას აწუხებს და რომელიც უნდა მოვაგვაროთ. “ლელოს” გეგმით, რეგიონის ფული დარჩება რეგიონს. მეორე მიმართულებაა რეფორმები მთელი ქვეყნის მასშტაბით,”-განაცხადა კოჟორიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...