2 2 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისის მერია ბაგა-ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გაცემას დაიწყებს

დედაქალაქის მერმა, მის მოადგილეს ილია ელოშვილს 12 ოქტომბრამდე საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის პროდუქტების მიწოდების ორგანიზება დაავალა. ბაგა-ბაღები სააღმზრდელო პროცესს 12 ოქტომბერს განაახლებენ.

„ეს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, ამ სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობაში, როცა პანდემიამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა ქვეყანას. ჩვენ ამ ოჯახებსა და ბავშვებს უნდა დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ და გაცდენა რომ არ იყოს ეს ორკვირიანი პერიოდიც, გააკეთეთ უზრუნველყოფა საკვები პროდუქტებით. ამასთან, ახალი რეგულაციები დაუწესდა საბავშვო ბაღებს. სააგენტომ უკვე გადაამზადა ბაღების დირექტორები, რომლებიც შესაბამისად გადაამზადებენ ბაღების აღმზრდელებს, ჩვენს თანამშრომლებს. ასევე მომზადდა აღსაზრდელთა მიღება-გაშვების გრაფიკი. შეძენილია სხვადასხვა ინვენტარი. ბავშვებს ექნებათ ყველა ნივთი. რეგულაციები რაც იქნა მოთხოვნილი, ყველაფერი არის გათვალისწინებული და შესრულებული, რომ დავიცვათ ჩვენი შვილების, მომავალი თაობის ჯანმრთელობის უსაფრთხოება“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები