2 2 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბარბარე რაფალიანცის დედა - " რატომ არ გამოიძიეს? ჩემი შვილი შეეწირა 2012 წლის არჩევნებს და ამ არჩევნებით მოვიდა ოცნება

 8 წელი გავიდა ბარბარე რაფალციანი სბურუსით მოცული გარდაცვალებიდან. ამ დრომდე გაურკვეველია როგორ აღმოჩნდა 10 თვის მძინარე ბავშვი, საძინებელი ოთახის გვერდით მდებარე მარანში, წყლით სავსე ქვევრში.

 ბარბარეს გარდაცვალებიდნ 8 წლის შემდეგ ახალშობილის დედა განცხადებას ავრცელებს და სახელმწიფოს უმოქმენობაში ადანაშაულებს.

 

 

 

“8 წელი შესრულდა დღეს რაც შვილი წამართვეს. 8 წლის მანძილზე ველოდებოდი რომ გამოიძიებდა ეს მთავრობა, ვთხოვდი, ძალას არ ვიშურებდი, რამდენჯერ ჩავედი, ყველანაირად ვეცადე მიმეწვდინა ჩემი ხმა. რას და ვის შესწირეს ჩემი შვილი ხომ მაქვს უფლება ვიცოდე? პოლიტიკურია თუ არ არის პოლიტიკური მაგის გამოძიებასაც ვითხოვდი.

 

მაშინ ეს ყველაფერი იყო მოჩვენებითი რომ ვითომ გვერდში მედგნენ და ყველაფერს გააკეთებდნენ. ბევრჯერ ვითხოვე ბერიკაშვილთან შეხვედრა, მაგრამ ძაღლადაც არ ჩამაგდეს და პასუხი არ გამცეს... მე მაშინ ნაადრევი გადაწყვეტილება მივიღე და ცხელ გულზე დავადე ნაციონალებს ხელი, მაგრამ თუ "ნაციონალების" გაკეთებული იყო, "ოცნება" ხომ მოვიდა? რატომ არ გამოიძიეს? ჩემი შვილი შეეწირა 2012 წლის არჩევნებს და ამ არჩევნებით მოვიდა ოცნება - ამბობს ბარბარე რაფალიანცის დედა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები