2 2 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"დავით გარეჯის თემა პოლიტიკური ქულების დასაწერად არცერთმა მხარემ არ უნდა გამოიყენოს"- ფიქრია ჩიხრაძე

„დიდ იმედს ვიტოვებ, რომ გარკვეულ დოკუმენტებს ვიღაც პოლიტიკური ქულების დასაწერად არ იყენებს და რეგიონში ისედაც გართულებულ მდგომარეობას უფრო არ გაართულებს,“-ამის შესახებ „ლელოს“ სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა და დავით გარეჯის საკითხი ეროვნული მნიშვნელობის თემად  შეაფასა.

„ვისაც დავით გარეჯის თემა ნამდვილად ადარდებს, ის პროკურატურის მეშვეობით წინასაარჩევნო პერიოდში საგამოძიებო მოქმედებს არ დააანონსებდა და არ დაიწყებდა.

აქტიურად ვარ ჩართული დავით გარეჯის შემსწავლელ ღონისძიებებში და ყველაფერში, რაც გარეჯის თემას და მისი პრობლემების მოგვარებას ეხება. ვიცით, რომ ჩვენთვის ცნობილი დოკუმენტების გარდა, არსებობს ფარული დოკუმენტებიც, რომელზეც, სამწუხაროდ, საქართველოს სახელმწიფოს ხელი არ მიუწვდება. თუკი რაიმე მასალა არსებობს, რომ ვიღაც შეგნებულად უმალავდა  სამუშაო კომისიას ამ დოკუმენტებს და დღეს გაცოცხლდა პოლიტიკური ქულების დასაწერად, ისე, რომ მოსალოდნელი შედეგი არ გათვლა, ამ ფაქტს  ქართული საზოგადოება ვერავის აპატიებს.   გარეჯის საკითხი არის ძალინ ფაქიზი თემა ყველა ჩვენგანისთვის, რომელიც ეხება ეროვნულ სიმებს. ამავდროულად, არის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - აზერბაიჯანთან ურთიერთობის თემა  და დიდ იმედს ვიტოვებ, რომ სამხრეთ კავკასიაში ისედაც დაძაბულ ვითარებაში, ვინმეს არ აქვს განზრახვა, რომ ცეცხლზე ნავთს დაასხამს გაუაზრებელი ქმედებით,“-აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.      

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. მოცემული ეტაპისთვის გამოძიება, სხვა საკითხებთან ერთად, სწავლობს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე საქართველოს სამთავრობო კომისიის ცალკეული ექსპერტების ქმედებების კანონიერებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები