2 2 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლარის ვარდნამ ჩვენი მოსახლეობა ჩააგდო უმძიმეს მდგომარეობაში - ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია "ქართული ოცნება" - მამუკა ხაზარაძე.

ლარი და ეკონომიკა - ამ თემაზე  „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და ქვეყნაში არსებული მძიმე სოციალური ვითარება განიხილა. 

მამუკა ხაზარაძის თქმით, ეკონომიკაზე, რომელმაც ქვეყანა კრიზისულ მდგომარეობაში ჩააგდო, პასუხისმგებელი „ქართული ოცნებაა“ და  ბიძინა ივანიშვილი დებატებში კიდევ ერთხელ  გამოიწვია. ხაზარაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს  იმ პრობლემებზე საუბარი შესთავაზა, რომლის წინაშეც დგას დღეს ქვეყნის  ეკონომიკა. საქმე ეხება 1 მლრდ. დოლარის ზარალს, რომელიც ბოლო პერიოდში მიიღო საქართველოს მოსახლეობამ და ბიზნესმა. მისი თქმით, ეს რიცხვი დამანგრეველი ოდენობაა   ქვეყნის ეკონომიკისთვის. 

„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ბიძინა ივანიშვილს: ნუ იმალებით, გამოდით, დაგველაპარაკეთ. მე პირადად გიწვევთ თქვენ  დებატებში, რათა მოსახლეობამ დაინახოს, სად არის გამოსავალი. ეკონომიკა არის ღრმა კრიზისში და  ეს მდგომარეობა დღითიდღე რთულდება, ლარის დევალვაციამ  ჩვენი მოსახლეობა ჩააგდო უმძიმეს მდგომარეობაში, გაძვირდა საკვები პროდუქცია, წამლები და, რაც ყველაზე მძიმე სანახავია, ადამიანები არიან სასოწარკვეთილ მდგომარეობაში.  მხოლოდ 2020 წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტა 17პროცენტით გაუფასურდა. ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ჩვენს თანამემამულეებზე, რამაც გამოიწვია ჩვენი მოსახლეობის დავალიანების გაზრდა 600 000 მლნ. დოლარით. ასეთივე, 400 000 მლნ. დოლარის  ზარალი მიიღო ბიზნესმა, რომელიც ასაქმებს ხალს.  ჯამში, მოქალაქეებმა და ბიზნესმა მიიღო 1 მლრდ. დოლარის ზარალი, რაც წარმოუდგენელი რიცხვია იმ პატარა ქვეყნის ეკონომიკისთვის, როგორიცაა საქართველო. ამ ყველაფერზე კი პასუხისმგებელი არის „ქართული ოცნება“ და მისი მთავრობა, რადგან მათ არ იციან, როგორ გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან და შეცვალონ სიტუაცია. ადამიანები გამოუვალ მდგომარეობაში არიან და ამის ფონზე „ქართული ოცნების“ მთავრობა ვერაფერს აკეთებს,  ლარი ყოველდღიურად უფასურდება და ეს, პირველ რიგში, ყველაზე მკვეთრად ჩვენს მოსახლეობას ურტყამს. პროდუქტების გაძვირება, ლარის მსყიდველუნარიანობა და ჩამოშლილი ეკონომიკა აუნაზღაურებელ დარტყმას აყენებს საქართველოს მოსახლეობას,“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

„ლელოს“ თავმჯდომარემ პარტიის გეგმაზეც ისაუბრა, რომლის  მეშვეობითაც  ფიზიკურ და იურიდიულ პირებს  საშუალება მიეცემათ თავიანთი სესხის გადავადება/რეფინანსირების.

„ჩვენ გვაქვს გეგმა და ამ გეგმის მიხედვით სასწრაფოდ საჭიროა , ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს მიეცეს საშუალება თავიანთი სესხის გადავადება/რეფინანსირების, მინიმუმ 6 თვით.  ჩვენ უნდა მოვხსნათ ეს ტვირთი ეკონომიკური კრიზისისგან დაზარალებულ მოსახლეობას. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელსაც “ლელო” პარლამენტში დააყენებს, იქნება 6 თვით სესხებზე გადასახადის გადავადება/რესტრუქტურიზაცია, ყოველგვარი ჯარიმების გარეშე. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მთავრობას, სერიოზულად მიუდგნენ საკითხს საგარანტიო ფონდის შექმნის შესახებ, რომელიც მისცემს ადამიანებს ამოსუნთქვის საშუალებას,“-აღნიშნა ხაზარაძე. 

ბრიფინგის დასასრულს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ „ლელო“ არის ის ძალა , რომელმაც იცის, როგორ დაასტაბილუროს ლარის კურსი და შეინარჩუნოს ის. „ლელოს“ აქვს გამართული გეგმა, რომელიც ქვეყანაში აღმავლობის პროცესს დააჩქარებს.  

„ლარის კურსი სასწრაფოდ გასაჩერებელია და ჩვენ, “ლელო” ამისთვის ლარის „დერეფნის განსაზღვრის“ მექანიზმის შემოღებას გთავაზობთ. ჩვენ შეგვიძლია, გავაჩეროთ და დავასტაბილუროთ ლარი. სწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში უახლოეს მომავალში შესაძლებელია ლარის კურსის დასტაბილურება/ გაჩერება. პროფესიონალების და მცოდნე ადამიანების სწორი პოლიტიკით ამის გაკეთება შეიძლება და “ლელოს” აქვს ამის ძალა და კომპეტენცია, რომ ეს რეფორმები გაატაროს. ქართული ეკონომიკა კრიზისშია. ამ ჩიხიდან, რომელშიც “ქართულმა ოცნებამ” სახელმწიფო შეიყვანა, ხელისუფლებას არ აქვს გამოსავლის სწორი სტრატეგია და გეგმა,“ - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები