2 2 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს

„ვისოლმა“ რუსთავში,  შარტავას ქ. #4-ში Smart Pay ფორმატის ავტოგასამართ სადგურ “სმარტის” სუპერმარკეტთან ერთად გახსნა და ქალაქში მომხმარებელს მგზავრობის და საწვავის ღირებულების გადახდის ახალ ფორმა შესთავაზა. რუსთავის კომპლექსი, უკვე მეოთხე ობიექტია საგურამოში, ქუთაისსა და ოქროყანაში გახსნილი „ვისოლის“ მომსახურების ცენტრების შედგომ, სადაც მომხმარებელი საწვავის შეკვეთასა და მისი ღირებულების გადახდას „სმარტში“ სასურველი პროდუქტების შეძენასთან ერთად ახერხებს ორმაგი დატვირთვის გარეშე. Smart Pay ავტოგასამართ სადგურებზე მომხმარებელს „სმარტის“ სუპერმარკეტებში ყოველდღიური და გზად საჭირო პროდუქტების არჩევანი, „სმარტ კაფეს“ ახალგამომცხვარი, უგემრიელესი საკონდიტრო ნაწარმი და პურ-ფუნთუშეული ელით, უმაღლესი ხარისხის ნავთობპროდუქტებზე მნიშვნელოვნად შეღავათიანი ფასი კი Smart Pay-ს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ახალი ფორმატის ავტოგასამართ სადგურებზე „უნიქარდით“ ქსელთან შედარებით საწვავის 15-20 თეთრი ფასდაკლებით შეძენის შესაძლებლობაა, რაც დამატებითი მოტივაციაა „ვისოლის“ ერთგული მომხმარებლისთვის.

„მოხარული ვართ საქართველოში ავტოგასამართი სადგურების კიდევ ერთი ახალი ფორმატი განვავითაროთ, სადაც მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საწვავის შეძენასთან ერთად დამატებითი სერვისების მიღება ერთ სივრცეში, მოსახერხებელი ფორმით შეუძლიათ. „ვისოლ ჯგუფის“ მომსახურების ცენტრები უკვე ხშირად „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურის გარდა „სმარტის“ სუპერმარკეტს, „ვიანორის“ ავტომომსახურების ობიექტს, „ვენდისა“ და „დანკინის“ რესტორნებს მოიცავს. სულ ცოტა ხნის წინ კი „ვისოლის“ პირველი თვითმომსახურების სადგური გავხსენით. ახალი ფორმატის Smart Pay ავტოგასამართი სადგურები „ვისოლის“ მომსახურებას უფრო კომფორტულს ხდის. ამას გარდა, „უნიქარდით“ 15-20 თეთრიანი შეღავათი საწვავის ფასზე მნიშვნელოვანი დანაზოგია მგზავრებისათვის“, აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

„სმარტის“ რუსთავის სუპერმარკეტში 10 ადამიანი დასაქმდა.

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის საწვავითა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია. კომპანიამ მარშალ გელოვანის გამზირზე პოლიციის სამმართველოსთან თვითმომსახურების სადგურიც გახსნა და მას ასევე გაზგასამართი სადგურების ყველაზე მეტი ობიექტი აქვს ქვეყანაში. „ვისოლი“ „ი-სპეისთან“ თანამშრომლობით, ელექტრომობილების პოპულარიზაციისათვის ელეტქრომობილების დამტენი სადგურების ქსელსაც ავითარებს. „ვისოლი“ საქართველოში „ეკოს“ ბერძნული საწვავის ექსკლუზიური იმპორტიორია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...