2 2 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი მედეა მეტრეველი აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

გადაწყვეტილების მიხედვით,  რეჟისორ გოგა ხაინდრავას კომპანიას აფხაზეთის მთავრობა "ღვინო და კინო" 200 300 ლარს გადაუხდის ფილმის "სიმართლე აფხაზეთზე" გადაღებისთვის.

მეტრეველის თქმით, მაშინ, როდესაც კულტურის სფერო კოლაფსის წინაშეა და ხელისუფლების მხრიდან არც კი მომხდარა დარგებისთვის მიყენებული ზარალის მასშტაბების ადეკვატური შეფასება, სისტემა გულუხვობას არ იშურებს პარტიული ერთგულებისთვის. 

“პარტიული ერთგულება კი გამოიხატება იმით, რომ   გოგა ხაინდრავას ფილმს „სიმართლე აფხაზეთზე“ 200 300 ლარით „ასაჩუქრებს“. აფხაზეთის მთავრობის პასუხი ჩვენი საზოგადოების და განსაკუთრებით დევნილი მოსახლეობის მიმართ „მოთმინებასთან“ და „ქამრების შემოჭერასთან“ დაკავშირებით, რბილად რომ ვთქვათ, უხერხული და არაადეკვატურია ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სოციალური ფონის გათვალისწინებით.

იმედს ვიტოვებთ, შესყიდვების სააგენტოს ეყოფა გონიერება და გამარტივებული შესყიდვის თაობაზე აღნიშნული თხოვნის დაკმაყოფილებას (SMP200003881) უარს ეტყვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.  ნუ გავიწყდებათ, რომ შემოსავლის გარეშეა დარჩენილი სახელოვნებო სფეროში დასაქმებული ათასობით ადამიანი და მათ წინაშე არსებული უმძიმესი ეკონომიკური პრობლემები კვლავინდებულად უხილავია თქვენთვის, სისტემის მაღალჩინოსნებისთვის, რომლებიც თანამედროვე ქართული კულტურის მიმართ უკანასკნელი წლებია რეპრესიულ პოლიტიკას აწარმოებთ. თავისუფალი ხელოვანების მიმართ ასეთი დამოკიდებულება გასაკვირი არ არის ხელისუფლებისგან, რომელიც მიზანმიმართულად ებრძვის და ასუსტებს ყოველივეს, რაც სისტემის კონტორილის მიღმაა, რაც თავისუფალი და წარმატებულია. თანამედროვე ქართულ კულტურას, რომლითაც თქვენ ასე ამაყობთ მთავრობაში, ადამიანები ქმნიან... ცოცხალი ადამიანები და თქვენი ვალდებულებაა მათ დახმარება,”-აცხადებს მედეა მეტრეველი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...