2 2 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შრომის ინსპექციის დადებითი დასკვნის შემთხვევაში განახლდება - მაია მიქაია

საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შრომის ინსპექციის დადებითი დასკვნის შემთხვევაში განახლდება, - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების სამმართველოს უფროსმა, მაია მიქაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიზნით შრომის ინსპექცია არსებულ საბავშვო ბაღებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს.

„სკოლების ნაწილი, სადაც სწავლა 15 სექტემბერს დაიწყო, შრომის ინსპექციის და საზედამხედველო ორგანოების წარმომადგენლების მიერ შემოწმდა. შესაბამისად, სკოლების დიდი ნაწილი შემოწმებულია. რაც შეეხება მიმდინარე ეტაპს, 1-ელ ოქტომბერს ბაღების საქმიანობასთან დაკავშირებით, მათ ექნებათ უფლებამოსილება განაგრძონ სასწავლო პროცესი და შესაბამისად, დღევანდელი მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს არსებული ბაღების შემოწმება. ინსპექციის დადებითი დასკვნის შედეგად მათ უფლება ექნებათ, სამუშაო პროცესი დაიწყონ“, - განაცხადა მიქაია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები