2 2 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სკოლის მოსწავლეების მასობრივი ვაქცინაცია გრიპზე აუცილებელი არ არის – თამარ გაბუნია

ქვეყანაში, ოქტომბერში 135 000 დოზა გრიპის ვაქცინა იქნება დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ შესყიდული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, სკოლის მოსწავლეების მასობრივი ვაქცინაცია არც ტარდება და ამის აუცილებლობაც არც არის.

„ვაქცინაცია ძირითადად მაღალი რისკის ჯგუფებისთვის არის, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ და ასევე, ასაკოვანი ადამიანებისთვის. ჯერჯერობით ჩვენი მომზადება გრიპის ვირუსისთვის იქნება ის, რომ ჩვენი პირადი დაცვის საშუალებები გავააქტიუროთ”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ “რუსთავი 2”-თან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები