საზოგადოება
ვინ არის ქალი, ვისზეც თამარი ეჭვიანობდა? – “ცხოვრება ძალიან ლამაზია, ძალიან მშვენიერი”
2020-09-23 23:53:31
გენერალური პროკურატურაში ჟურნალისტებს დახურულ კარს მიღმა მოგვასმენინეს თამარ ბაჩალიაშვილის ვიდეო და აუდიო ჩანაწერები. ჩანაწერები ბეჭდური და ონლაინ გამოცემების თხოვნით აჩვენეს. ერთ-ერთ ჩანაწერში თამარი ყვება:
“ახლა იმ ვიდეოს იმ ვწერ, რომ მოვაგვარო ეს ამბავი, ნორმალურად უნდა გააგრძელო ცხოვრება, როგორც ცხოვრობენ ნორმალური ადამიანები. დაჯდები და გაიზრებ ყველაფერს, კარგად დაიმახსოვრებ, ყოველ დღე მოუსმენ თუ საჭიროა და ზეპირად ისწავლი.
დღეს რატომ მომეშალა ნერვები…
უნდა წავსულიყავით და ამ დროს მოდის ნინიც და ნინი მოდის როგორ? როგორც დედოფალი… ნინი მოდის ძალიან ამაყად, ჯდება მაგიდის თავში, ნიკა ეკითხება, შენ რას მიირთმევ ნინი, რა გესიამოვნება, რამეს შეჭამ? – ნინი, ნინი, ნინი…
რატომ მოგეშალა ნერვები? რომც ქონდეთ ნინის და ნიკას ურთიერთობა ეს რას ცვლის? ვერასოდეს იქნებიან ბედნიერები, იმიტომ რომ ხომ იცი როგორია, არა? არასოდეს ექნებათ ნორმალური ოჯახი, არც მშობლები იქნებიან ბედნიერნი. ერთი გოგოა, რომელიც ეწევა უამრავს, სიგარეტის სუნი ასდის და საერთოდ არ არის ლამაზი.
შეგე@ით @ლიად, შეგე@ით…
დავუშვათ რომ ამას აკეთებს შენ გასაბრაზებლად, თუნდაც ერთად იყვნენ, მერე რა? მესმის რომ ძალიან ბევრი ოცნება გქონდა და დიდი იმედები გაიჩინე, ეს იყო შენი შეცდომა. ეს ყველაფერი უნდა დაასრულო.
შენ ისწავლი, იშრომებ ბევრს, ბევრ სიკეთეს გააკეთებ და აუცილებლად იქნები წარმატებული. არ შეეჯიბრო სხვა ადამიანებს, შენ უნდა შეეჯიბრო მხოლოდ შენ თავს და შენ უნდა იყოს შენ თავზე უკეთესი.
არ დაუშვა, არ მოიშალო ნერვები, გემუდარები, ნუ აყვები მაგას. შენ რაც შეგეძლო მიგეცა ნიკასთვის და რიოგორც შეგეძლო გაგებენიერებია… ნუ იქნება რა პრობლემაა, შენ ხომ იცი რომ შეგიძლია ცხოვრების გაგრძელება, მეშინია მარტო დარჩენის. 22 წლის ასაკში არ მყავს ისეთი ადამიანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მთელი ცხოვრება ასეთი ვიქნები, ცხოვრება ძალიან ლამაზია, ძალიან მშვენიერი და ბევრი სიუპრიზი შეილება შეგხვდეს.”
პროკურატურის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის დედას არ მოუთხოვია ფაილების ავთენტურობის დადგენა. ამ ვიდეოს ჩაწერის თარიღი ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა, დგავპირდნენ, რომ ამ მონაცემსაც მოგვაწვდიან.
ალია
კომენტარები