2 2 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“2 წლის მერე, მეყოლება ლამაზი ოჯახი, მეყოლება მეუღლე და ვიქნები პაწუკას მოლოდინში“ – ბაჩალიაშვილის ჩანაწერებიდან

დღეს გენერალური პროკურატურაში ჟურნალისტებს დახურულ კარს მიღმა მოგვასმენინეს თამარ ბაჩალიაშვილის ვიდეო და აუდიო ჩანაწერები. ჩანაწერები ბეჭდური და ონლაინ გამოცემების თხოვნით აჩვენეს.

“გამარჯობა თამუნა, აქ ხარ დღეს და აქ უნდა იყო, სახლში ფეხს ვერ შეადგამ, სანამ ამას არ გაიაზრებ. შეიძლება ძალიან მძიმე იყოს, მაგრამ კეთილი ინებე და როგორც წესია ისე მოიქეცი. ამოიგე თავიდან. აღარ დაუშვა რომ მოწონხარ, ან მოწონდი

ყველაფერი იყო შენი წარმოსახვის ნაწილი, როგორ ვერ გაიზრე, რომ შენ ხარ პატარა ბავშვი, რომელსაც წარმოდგენაში უნდა რომ ყველაფერი კარგად იყოს და რომელსაც უსიყვარულოდ ცხოვრება არ შეუძლია, არაა…

დაივიწყე, ნახვამდის, შენ არ ხარ ეგეთი ქალბატონი… ვერ იქნება და შენი ცხოვრება არ წარიმართება ასე, დროა შეეგუო, არ იქნება ნიკა, არ იქნება გურამი, არ იქნება დემური, არა აქვს მნიშვნელობა დროა ამას შეეგუო, არ არის შენი ცხოვრება ამაზე დამოკიდებული…

ამბობდი რომ რაღაცა ორაზროვან რაღაცეებს აკეთებს ნიკა, ეს ყველაფერი გეჩვენებოდა და აძლევდი ისეთ ინტერპრეტაციებს, როგორც გინდოდა… გინდოდა რომ ასე ყოფილიყო…

ნიკას უბრალოდ უნდა კარგი კომპანია, კარგი თანამშრომლები, რომლებსაც მერე კარგად “აპახავებს”… მათ შორის შენ ხარ ჩვეულებრივი, რიგითი თანამშრომელი და სხვა არავინ.

არ გაქვს ამის უფლება, შენ წინაშე, შენი მშობლების წინაშე და სხვა ადამიანების წინაშე… ის თუ არის ასეთი, შენ არ ხარ ასეთი…

დროა შეეგუო, რომ ხარ რიგითი თანამშრომელი და აღარ მისცე ის ელფერი, რასაც აძლევდი ხოლმე… აღარ იფიქრო ამაზე, გთხოვ… ნიკას აქვს სხვა მიზნები, შენ მისგან ძალიან განსხვავებული ხარ, ნუ იქცევი იმ ადამიანად, რომელიც მას უნდა რომ იყო, შენ ამას ინანებ, გავა დრო და ისეთ ადამიანად გადაიქცევი, ამ ურთიერთობის ჩამოყალიბების ხარჯზე დაკარგავ შენ თავს და შენ ეს არ გჭირდება, დამიჯერე.

ეს არავის სჭირდება, უნდა მოიქცე შესაბამისად, აღარ დაუშვა მსგავსი, აიყვანე თავი ხელში, ასე შენ თავს ავნებ…

შენ ხარ შენი თავის პატრონი და შეგიძლია შენი ცხოვრება შეცვალო. დიდი ნაბიჯები უნდა გადადგა. უნდა განვითარდე, ისწავლო, გახდე მნიშვნელოვანი, უნდა დაამტკიცო, რომ ეს შეგიძლია. სწავლა, სწავლა, სწავლა, დროა, თამუნა გაიზარდო.

ნუ ეჯიბრები სხვას… შენ უნდა შეეჯიბრო მხოლოდ შენ თავს, სხვა არავის. იცი, შენ ეს, ხომ იცი? და რატომ იმეორებ, იცი და გამოიყენე რა… ეს ნერვებს გინგრევს და ეს მერე აისახება შენ შვილებზე, შვილებზე, რომლებიც ჯერ არ დაბადებულა, რომლებიც ძალიან გიყვარს და რომ ცხოვრობ, მხოლოდ და მხოლოდ მათთვის ცხოვრობ… შენ ხომ მათთვის ყველაფერი გინდა? დამიჯერე, უფლის წყალობით, 2 წლის მერე, გეყოლება ლამაზი ოჯახი, გეყოლება მეუღლე და იქნები პაწუკას მოლოდინში, ხო?”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...