0 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამისად, ამ დროისთვის ქვეყანაში კოვიდ 19-ით დაღუპულთა რაოდენობა 22-ს შეადგენს.

გარდაცვლილი პაციენტებიდან ერთი ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" მკურნალობდა. არსებული ინფორმაციით, ის ბათუმიდან იყო. ასაკოვან ქალს რამდენიმე თანმდევი დაავადება ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს.

რაც შეეხება მეორე გარდაცვლილს, 72 წლის მამაკაცი მკურნალობას ბათუმში გადიოდა. იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა.

„72 წლის მამაკაცი უგონო მდგომარეიბაში იყო. მას ჰქონდა ინსულტი და უკიდურესად დამძიმებული იყი მისი მდგომარეობა. იგი წუხელ ღამით გარდაიცვალა. ამ დროისათვის კლინიკაში 20 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში არის მოთავსებული, ერთი მათგანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექვსს კი მუდმივად ჟანგბადი მიეწოდება",- განაცხადეს კლინიკაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები