საზოგადოება
56 - “ლელოს” პარტიული ნომერი მიენიჭა
2020-09-19 21:10:34
“ლელო” 2020 წლის არჩევნებში 56 ნომრით მიიღებს მონაწილეობას.
კენჭისყრა დღეს ცესკოში ჩატარდა. პროცესში 47 პარტია იღებდა მონაწილეობას. პარტიებს, რომელებიც არჩევნებში პირველად მონაწილეობენ, ნომერი ლოტოტრონის მეშვეობით მოენიჭათ.
“ლელოს” ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი ოქროაშვილის თქმით, პარტიული ნომრის მინიჭება პოლიტიკური გაერთიანებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, პარტიის ცნობადობა ამომრჩევლისთვის ნომრის მიხედვითაც უნდა მოხდეს, რათა ამომრჩეველმა სწორი არჩევანი გააკეთოს და ის ნომერი შემოხაზოს, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანია.
“დღეს ბოლო შტრიხი შევიტანეთ პარტიულ მშენებლობაში. ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით გვაქვს ძლიერი ინფრასტრუქტურა გაშლილი, გვაქვს ძლიერი პროგრამა, რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე დღის წინ გავაკეთეთ - "მარშალის გეგმა". გვყავს ძლიერი ახალგაზრდული ორგანიზაცია და ქალთა საბჭო, გვყავს ძლიერი გუნდი მაჟორიტარების სახით და დღეს საარჩევნო ნომერიც მივიღეთ. ნომერი 56, რომელიც იქნება წარმატების მომტანი ჩვენთვის, ნომერი რომლითაც გავიმარჯვებთ,”-განაცხადა ოქროაშვილმა.
კომენტარები