საზოგადოება
„ინფიცირებულებს შორის, ძირითადად ჭარბობს მსუბუქი, უსიმპტომო და საშუალო სიმძიმის ავადმყოფები" - ამირან გამყრელიძე
2020-09-18 15:37:15
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.
„ინფიცირებულებს შორის, ძირითადად ჭარბობს მსუბუქი, უსიმპტომო და საშუალო სიმძიმის ავადმყოფები. მაგრამ, ძირითადად მაინც ესენი გახლავთ უსიმპტომოები, ამ საერთო რიცხვიდან 1639-დან 10-15 პროცენტის ფარგლებში არიან უსიმპტომო პაციენტები, რომლებიც გადადიან ძირითადად საკარანტინო სივრცეში და იქ იმართებიან.
ასევე გვყავს 13 კრიტიკული პაციენტი. 5 გახლავთ ხელოვნურ ვენტილაციაზე, აქედან 4 აფახაზეთიდან გადმოყვანილი ავადმყოფია. მოგეხსენებათ, აქტიურად ვეხმარებით ჩვენს აფხაზეთის რეგიონს, თუ რამე მძიმე შემთხვევა არის, სწრაფად გადმოგვყავს ისინი ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე.
8 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, მაგრამ ისინი ჟანგბად დამოკიდებულები არიან ინფიცირებულებს შორის მძიმე 70-მდე ადამიანია“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კომენტარები